“რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?” – აქტივისტებმა ამ წარწერით ფურცლები სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციის ეზოში გადმოყარეს, რის გამოც პოლიციამ ერთ-ერთი აქტივისტი ნატა ფერაძე გარემოს დაბინძურებისთვის 80 ლარით დააჯარიმა. ამ ფორმით აქტივისტები პროტესტის გამოხატვის გარდა, საზოგადოებას 13 ივნისს, პარლამენტთან დაგეგმილ აქციასაც ახსენებენ.
“ჩვენ შევუყარეთ პატარა განცხადებები, სადაც წერია “რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?” სალომე ზურაბიშვილს. აქტივისტები გავაკეთებთ იმას რასაც არ აკეთებს სახელმწიფო. ახლა მიწერენ ჯარიმას დაბინძურებაზე და სპირიდონები ბავშვებზე ძალადობენ და ეს გასდით” – განაცხადა ნატა ფერაძემ.
ცნობისთვის, იგივე პერფორმანსი აქტივიტებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც დადგეს.