ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი ეხმიანება ირაკლი კობახიძის ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ გიორგი გახარია 17 თებერვლის 17:00 საათამდე ეთანხმობა მელიას დაკავებას.
“ჩემი კითხვაა, განსაკუთრებით აქ აღწერილი კანონის უზენაესობის გროტესკული დარღვევის გათვალისწინებით, რა ჯანდაბა უნდა ევროკავშირის დროშას ამ ინტერვიუს ფონზე?”,– წერს ილვესი Twitter–ზე.
My question, especially given the grotesque violation of rule-of-law described here, what the hell is the EU Flag doing in the background of the interview set? https://t.co/gvFKvvOYK9
— toomas hendrik ilves (@IlvesToomas) March 14, 2021
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2–ის ეთერში დაადასტურა, რომ ქართული ოცნება მელიას დაკავების საკითხს სასამართლოს გადაწყვეტილებამდე განიხილავდა.
სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა 17 თებერვალს, დაახლოებით 22:20 წუთზე შეუფარდა.