“რა ჯანდაბა უნდა ევროკავშირის დროშას – დემოკრატიის, ადამიანთა უფლებისა და კანონის უზენაესობის სიმბოლოს – საქართველოს მთავრობის პრესკონფერენციაზე?
თქვენ ვერც ახლა და ვერც ვერასდროს ვერ მოხვდებით [ევროკავშირში] ჩვენი სიმბოლოების მისაკუთრებით”
წერს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი twitter-ზე. ის ეხმიანება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტების პროტესტს, სადაც საქართველოს დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშაც დგას.