ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ეხმიანება აშშ-სა და ევროკავშირის სელჩოების განცხადებას გენპროკურორის არჩევის წესის ჩაგდების შესახებ და მათ “რეალობას აცდენილს” უწოდებს.
მისივე თქმით, საელჩოებისგან კრიტიკა არ მოუსმენია ნაციონალური მოძრაობის მიმართ.
“რბილად რომ ვთქვა, გაუგებარია საელჩოების განცხადება, უფრო მეტსაც გეტყვით, რეალობას არის აცდენილი და ეს უნდა ითქვას პირდაპირ.
მე არ მახსოვს არცერთი მკაცრი განცხადება ცალკეული საელჩოს მხრიდან, რაც ეკუთვნოდა [ენმ-ს], სხვათაშორის. უფრო მეტსაც გეტყვით, ანულირებულ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და გუშინ ამნისტიას, რომელიც შეთანხმების ერთ-ერთი კომპონენტი იყო, მხარი არ დაუჭირა. არც ამაზე მსმენია ცალკეული საელჩოების მხრიდან… მე ეს მაფიქრებინებს, რომ ან შეცდომაში არიან შეყვანილი, ან ინფორმაცია არ აქვთ”,- ამბობს ზარქუა.
ცნობისთვის, გუშინ ევროკავშირის ელჩა, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ოცნების მიერ გენერალური პროკურორის არჩევის წესზე უარს თქმა რიგით მესამე წარუმატებლობაა ამ ორ თვეში.
აშშ-ს საელჩოს შეფასებით, ეს მმართველი პარტიის კიდევ ერთი გატეხილი პირობაა.