“მე როგორ მიმაჩნია, ეს არის მნიშვნელოვანი თუ სამწუხარო რეალობა რა არის, თქვენ როგორ ფიქრობთ? სამწუხარო რეალობა რა გვაქვს, იქ [უკრაინაში]? ომის დაწყების დროს რა პოზიციებიც ეკავა ოკუპანტ ქვეყანას, იგივე პოზიცია უკავია? თქვენ როგორ იცით? ჩვენ ახლა რა რეალობაში ვართ? სამწუხარო რეალობა არის თუ არა ის, რომ ომის დაწყების დროს გაცილებით სხვა პოზიციები ეკავა და გაცილებით სხვა პოზიცია უჭირავს დღეს ოკუპანტ ქვეყანას უკრაინაში. ეს ასე არის თუ არა?
სამწუხარო რეალობა არის ის, რომ გაცილებით წინ არის წაწეული რუსეთი, მას შემდეგ, რაც შეიჭრა უკრაინაში”,
აცხადებს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე.