უვიზო მიმოსვლის საკითხზე ვიტყვი იმას, რომ ამით რეალურად აშანტაჟებენ საქართველოს მოქალაქეებს, ანუ საქართველოს მოქალაქეებს აშინებენ იმით, რომ გარკვეული ზომები შეიძლება გამოიყენონ მათ წინააღმდეგ, რაც ერთგვარად არის ევროკავშირის პოლიტიკის ინსტრუმენტალიზაცია და მე თითქმის 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ მსგავს მიდგომას ევროკავშირი არ გაიზიარებს, არ მოხდება იმგვარად, რომ საქართველოს მოსახლეობა დასაჯონ, რაიმეს გამო.