დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში მეორე ტალღა ჯერ არ დამდგარა და ახლა კორონავირუსის გავრცელების პირველ ტალღაში ვიმყოფებით.
“მე ბევრჯერ ვთქვი, რომ პირველი ტალღა არ ყოფილა მეთქი, მაგრამ რატომ არ იყო პირველი ტალღა? იმიტომ რომ დროულად მოხდა ყველაფერი იმის გაკეთება, რაც სხვა ქვეყნებმა გვიან გააკეთეს და ვერ აიცილეს პირველი ტალღა. ჩვენ გავაკეთეთ დროულად და ამიტომ ჩვენ ამხელა “ფორა” მოგვეცა, რომ პირველი ტალღა არ ყოფილა ამ ქვეყანაში და არც არავის უნახია. რელურად ჩვენ ახლა გვაქვს ის პირველი ტალღა, რომელიც მთელ მსოფლიოში იყო გაზაფხულზე”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.