რეალურად, ჯანდაცვის მინისტრი არის ივანიშვილის მეუღლე ეკა ხვედელიძე, არაოფიციალურად ატარებს თათბირებს – უგულავა

დღეს რეალურად ჯანდაცვის მინისტრი არის არა ეკა ტიკარაძე, არამედ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკა ხვედელიძე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

„ის ატარებს არაფორმალურად თათბირებს, ფიზიკურად არ არის, მაგრამ ის არის ტელეფონით ჩართული. რეალურად მთელმა ჯანდაცვის სამინისტრომ იცის ეს. როგორც ჩანს, ეკა ხვედელიძეს იმის ამბიცია აქვს, რომ ჯანდაცვა კარგად ესმის. სხვათაშორის, ყველა საავადმყოფომ უნდა იცოდეს, რომ ის მავნებლური გადაწყვეტილება 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით მოდის ეკა ხვედელიძისგან”, – განაცხადა უგულავამ.