სამწუხაროდ, რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, რომ წავიდნენ და იომონ უკრიანაში. ხშირად ამბობენ ხოლმე, რაღაცას რომ ვამბობ, მერე არის ხოლმე, რომ გადავამეტე, არასტანდარტული ვთქვი… გაგახსენებთ ჩვენზე არანაკლებ გმირ ჩეჩენ ხალხს, რომლებმაც ძალიან მძიმე ომი იომეს და გენოციდი მოხდა ამ ხალხის, რუსებმა ამოწყვიტეს, ფაქტობრივად, დიდი პროცენტი ამ ხალხის. ჩეჩნეთის ახალგაზრდები, იმ გმირების, სავარაუდოდ, შვილები, დღეს ამბობენ, რომ პუტინის მგლები არიან და გაწყვეტენ უკრაინელებს. არ არიან ჩეჩნები არც ჩვენზე მშიშრები, არც ჩვენზე მხრდალები, არც ჩვენზე ნაკლებად მეომრები, მაგრამ ეს არის ბედის და ერის ტრაგედია. აქედან გამომდინარე, თუ რამე, რაც მე კიდევ უფრო მძიმეს და მიუღებელს მოველი, ეს არის ქართული სახელმწიფოს პირდაპირი დახმარება რუსეთის ფედერაციისთვის უკრაინისა და სიკეთის წინააღმდეგ ამ ომში.