ჩემი აზრით, ეს რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაა, – ასე უპასუხა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ დასმულ შეკითხვას ოძისში, საოკუპაციო ხაზთან სტუმრობისას.
„ჩემი აზრით, ეს რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაა. სხვა პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობა”, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
დასავლელი პოლიტიკოსები საქართველოში თბილისის მე-7 საერთაშორისო კონფერენცია „დიდება „პუტინიზმის დამარცხება!“-ში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ.
ვიოლა ვონ კრამონმა ოძისში ოკუპაციაზეც გააკეთა კომენტარი.
“პირველად არ ვარ საოკუპაციო ხაზთან, აქ უკრაინაში ომის დაწყებამდეც ნამყოფი ვარ და სამწუხაროა, რომ მოლაპარაკებებმა ნულოვან შედეგს მიაღწია. სამწუხაროა, რომ ყველა ჩამოსვლაზე ვრწმუნდები, რომ ამ მოლაპარაკებების გზით სასურველ შედეგებს ვერ ვიღებთ და ოკუპაცია გრძელდება. სამწუხაროა, რომ ეს ქვეყნის მთავრობის პასიური ქმედებების შედეგებია. სამწუხაროა ისიც, რომ თავის დროზე რუსეთს მკაცრი სანქციები არ დაეკისრა. ახლა უკრაინის მაგალითზე სიტუაცია შეიცვალა და რუსეთს საკმაოდ მკაცრი სანქციები დაეკისრა. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს” – თქვა ევროპარლამენტარმა.
„ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა. კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.