“უდიდესი ალბათობით, რეაქციაა იმაზე, რაც საფრანგეთში მოისმინა”- ასე აფასებხ, “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს სადაც მან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.
”ეს იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის მორიგი, უკეთეს შემთხვევაში რომ ვთქვათ, არაფრისმთქმელი გამოსვლა, რომელიც უდიდესი ალბათობით არის მისი გაგებით რეაქცია იმაზე, რაც უმაღლეს დონეზე საფრანგეთში მოისმინა სააკაშვილის გლდანში გადაყვანის ამაზრზენ ამბავთან დაკავშირებით.”- აცხადებს, ბოკერია.