რეგალიის მომატება დანაშაულის პატიების საფუძველია? – დეპუტატი პროკურორს

ქართული ოცნების დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა პროკურორს ჰკითხა, უნდა ეპატიოს თუ არა ნიკა მელიას დანაშაული იმის გამო, რომ ის ნაციონალური მოძრაობის პირველი პირი გახდა.

“პირველი სასჯელის დროს ბრალდებულს რეგალიებით ჰქონდა რიგითი ოპოზიციური პარტიის წევრის სტატუსი, ასე იყო?! მეორე შემთხევევაში, უცებ, მორიგი დამძიმების შემდეგ რეგალია იცვლება და ერთ–ერთი ჩამოყალიბებული ოპოზიციური პარტიის პირველი პირი. თუ ყოფილა შემთხევევა ოდესმე, რომ დანაშაულის წინ რაღაცა რეგალიის მომატება საფუძველი გამხდარიყო იმის, რომ ესა თუ ეს პოტენციური დანაშაული ეპატიოს ადამიანს”,– თქვა მან კომიტეტის სხდომაზე.

პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მელიას საქმის პროკურორს უსმენენ.