საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების პორტალზე შეფერხება მაღალი მომართვიანობის გამო დაფიქსირდა.
“შეფერხებები არის კვლავ რეგისტრაციის სისტემაში და ჩვენს მოქალაქეებს კვლავ მინდა მოვუხადო ამის გამო ბოდიში. შეფერხებებს სხვა პერიოდებში იწვევდა კიბერთავდასხმები. ამ ჯერზე ეს ხარვეზი დაფიქსირებულია მაღალი მომართვიანობიდან და ძალიან ცუდია რომ ვერ მოხდა ამის აღმოფხვრა დროულად. ამჟამად დაავადებათა კონტროლის ცენტრში მივლენილია ყველა შესაძლო IT სამსახური, რომელიც მუშაობს ამ ყველაფრის გამოსწორებაზე და იმედი გვაქვს ,უმოკლეს ვადაში მოხდება ხარვეზის აღმოფხვრა.დღეს გამოცხადებული დოზების რაოდენობა საბოლოო არაა, შესყიდვა განხორციელებულია და ფაიზერთან პირდაპირი მოლაპარაკებების ფარგლებში, უნდა იყოს ეტაპობრივი მოწოდება და სწორედ ეტაპობრივად განხორციელდება ვაქცინების მოწოდება და ჩვენს მოქალაქეებს არ ექნებათ შეფერხება ფაიზერის ვაქცინაზე რეგისტრაციასა და მის მოხმარებაზე” – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე “რუსთავი 2-თან”.