საერთაშორისო რეგულარული ფრენების აღდგენა პირველ ნოემბრამდე გადაიდო

საერთაშორისო რეგულარული ფრენები პირველ ნოემბრამდე არ აღდგება. შესაბამისი ნოტამი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე გამოსცა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, შეზღუდვები 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით მოქმედებს.

შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა  და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი , პარიზი,   რიგა.

საქართველოს ხელისუფლებამ  საერთაშორისო ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე მიიღო, შემდეგ კი აღდგენა რამდენჯერმე გადაავადა. თავდაპირველად საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა პირველი ივლისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა, მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ პირველ აგვისტომდე, შემდეგ პირველ სექტემბრამდე, მოგვიანებით კი პირველ ოქტომბრამდე გადაავადა.