“რეგულირების სააგენტო შეისწავლის, რამდენად აკმაყოფილებს ციხის კლინიკა მოთხოვნებს”- აცხადებს, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და ირწმუნება, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არცერთი სასიცოცხლო რისკი არ შეექმნება.
“გაჩნდა არაერთი კითხვა, რამდენად აკმაყოფილებს პენიტენციური სამსახურის საავადმყოფო იმ ყველა საჭირო მოთხოვნას რომელიც ესაჭიროება ნებისმიერ პაციენტს. აქედან გამომდინარე, რეგულირების სააგენტომ მიიღო დავალება, შევიდეს საავადმყოფოში და შეამოწმოს პაციენტების მიღების უსაფრთხოების თაობაზე. ის დადებს დასკვნას, რომელსაც აუცილებლად გავასაჯაროვებთ”, – თქვა მინისტრმა.
მიხეილ სააკაშვილი 26-ე დღეა ციხეში შიმშილობს.