“რევოლუცია გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება, არც ტერმინი და არც მოვლენა“– დავით ბერძენიშვილი

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ტერმინი რევოლუცია, რომელიც ბოლო დროს ხშირად მოიხსენიება პოლიტიკოსების მიერ, გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება.

„შევეშვათ რევოლუციის პოზიტიურ კონტექსტში მოხსენიებას.19990 წლის აგვისტოში ზვიად გამსახურდიამ უზარმაზარი საპროტესტო აქციებით ნორმალური საარჩევნო სისტემა გამოღლიტა კომუნისტებს და მოუგო არჩევნები. არავის ამ ან სხვა პროცესისთვის რევოლუცია არ დაურქმევია. ეროვნული მოძრაობის ყველა ფლანგის ლექსიკონში რევოლუცია მხოლოდ ნეგატიური რამ იყო და იმიტომ”, – წერს დავით ბერძენიშვილი „ფეისბუქში“.