“ამბობდნენ, ქართული ოცნების ხელისუფლება უსუსურია, უუნაროა, ნიკონორ მელიას ვერ დააკავებდნენ, მიხეილ სააკაშვილს ვერ დააკავებდნენ, მაგრამ აღსრულდა კანონი და გამოჩნდა ვინ არის მხდალი და ვინ ასრულებს საქართველოში კანონებს.

ამ სცენარის ავტორებს ახლა სურთ, გვესაუბრონ შერიგებაზე. თუ ვინმეს სურდა შერიგებაზე საუბარი, ჯერ ერთი, ეს ამ ფორმით არ ხდება – საქართველოში დანაშაულის ჩადენის გზით ჩამოსვლით და რევოლუცია რომ ვერ გამოსდით, შემდეგ არ ხდება შერიგებაზე საუბარი. პირიქით, თუ ვინმეს რამე შერიგებაზე სურდა საუბარი, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოქალაქეებისთვის უნდა მიემართათ, იმ ასი ათასობით მსხვერპლისთვის და დაზარალებულისთვის, რომლებსაც ბოდიშსაც კი არ უხდიან”

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა.