რეზნიკოვი აცხადებს, რომ ომის დასრულება წლის ბოლომდე შესაძლებელია

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ВВС News Україна-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ  წლის ბოლომდე ომის დასრულება შესაძლებელია.

“შემიძლია ამის თქმა, მიუხედავად იმისა, რომ იურისტი ვარ, მაგრამ კომუნიკაცია მაქვს სამხედროებთან: თუნდაც სამხედრო თვალსაზრისით, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური გეგმა – ჩვენი ტერიტორიების განთავისუფლება მინიმუმ 2022 წლის 23 თებერვლის მდგომარეობამდე”, – განაცხადა მან.