უკრაინის მმართველი პარტიის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით უკრაინის თავდაცვის მინისტრს ოლექსი რეზნიკოვს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი – კირილო ბუდანოვი ჩაანაცვლებს. რეზნიკოვი სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის პოსტზე განიხილება.
ცოტა ხნის წინ უკრაინული მედია აცხადებდა რომ ოლექსი რეზნიკოვი უახლოეს პერიოდში თანამდებობას დატოვებდა.