რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა. დოკუმენტში, რომელიც “ტაბულამ” გაავრცელამ, პაატა სალიას წერს, რომ ამის მიზეზი “პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები, სარეკლამო ბაზრის მოცულობის შემცირება და სატელევიზიო არხის რეიტინგის კლებაა”.
დოკუმენტის თანახმად, რუსთავი 2-ის საქმიანობის “ეფექტურობის გაზრდის” მიზნით, მნიშვნელოვანია, გაუმჯობესდეს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციონირება და კომპანიაში დასაქმებული ადამიანური რესურსის ოპიტიმიზაცია.
პაატა სალია დოკუმენტის ნამდვილობას ადასტურებს და ამბობს, რომ რუსთავი 2-ში რეორგანიზაციის გამოცხადება სარედაქციო და საკადრო პოლიტიკის ცვლილებას არ უკავშირდება.
ცნობისთვის, რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს 2019 წლის 18 ივლისს გადაეცა, რის შემდეგაც მან ნიკა გავარამია დირექტორობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად პაატა სალია დანიშნა.