რეკომენდაციაა, რომ დაგვჭირდება “ბუსტერ” დოზა მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, მალე იქნება გადაწყვეტილება – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ეს საკითხი იხილება იმუნიზაციის საბჭოს სამეცნიერო კომიტეტის მიერ და ამასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოსაზრებაც და რეკომენდაციაც არის, რომ ჩვენ დაგვჭირდება “ბუსტერ” ანუ მესამე დოზა, მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, მაგრამ ეს საკითხი უნდა განვიხილოთ და გადავწყვიტოთ მას შემდეგ, რაც ორჯერადი ვაქცინაციის გარკვეულ ზღვარზე ავალთ. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არ დაველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, ეს თვითონ ქვეყნის გადასაწყვეტია. ამაზე მსჯელობს სამეცნიერო კომიტეტი და ვფიქრობ მალე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, ზოგადად, “ბუსტერ” დოზა საჭირო გახდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.