“რეკომენდაცია დადებითია, ველოდებით კომისიის მიერ გაკეთებული ჩანაწერის ზუსტ ფორმულირებას.
უნდა გვახსოვდეს, რომ სტატუსის მონიჭება-არმონიჭების საკითხი გადაწყდება 15 დეკემბერს 27ვე სახელმწიფოს მონაწილეობით ყველა მათგანის თანხმობის შემთხვევაში. ერთი მათგანის უარიც დაუშვებელია.
უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დადებითი რეკომენდაცია მთლიანად ევროპის გეოპოლიტიკური ინტერესი და ქართველი ხალხისთვის გაცემული კრედიტია.
უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი მავნებლობაც ჩვენი მთავრობის მხრიდან დარჩენილ ერთ თვეში და ევროპული საბჭოს მხრიდან სტატუსის გაცემის ალბათობა შემცირდება. ამიტომ ერთი თვე ქართველებმა უნდა შევძლოთ და გავანეიტრალოთ ხელისუფლება და კბილებით მივიტანოთ ეს დადებითი რეკომენდაცია ევროპულ საბჭომდე ისე, რომ სტატუსის მონიჭების გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს.
ps სტატუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელისუფლების და ზოგიერთის მიერ დადანაშაულებული ხალხი ვართ მოწვეული ამ მნიშვნელოვან დღეს ბრიუსელში. აგერ სალომე სამადაშვილიც აქაა და რაღაც “თავგადაკლულებს” ვერ ვხედავ, ხელისუფლების წარმომადგენლებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი”,
“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.