დღეს გამთენიისას რეპერი კაბუ დააკავეს. მისი დაკავება ქუჩაში იმ დროს მოხდა, როცა მეგობარ ქალთან ერთად იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით კაბუ, იგივე კახა აბუაშვილი პატრულმა სწორედ მეგობარ ქალზე ძალადობის დროს დააკავეს. ის ამჟამად დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. სავარაუდოდ მას ბრალს დღესვე წაუყენებენ.
საგამოძიებო უწყება დაკავებულ რეპერს ორი მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება – გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს და 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს.