“რეჟიმის დასამარცხებლად საჭიროა, მეორე ტურებში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერ” – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ განაცხადა. ბოკერია მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხმა ოპოზიციის კანდიდატებს მისცენ.
„არ არის დასამალი, რომ იმ შედეგისთვის, რაც ქვეყანას სჭირდებოდა, არსებითად უფრო მაღალი აქტივობა იყო სასურველი, მაგრამ ფაქტია, რომ ურბანულ სივრცეში, სადაც ადამიანები ნაკლებად არიან დამოკიდებული და ისეთ რთულ მდგომარეობაში არ არიან, როგორც სოფლად, მთავრობის რეპრესიების გამო, იქ ეს განაჩენი და რეფერენდუმი შედგა და ეს არის ის, რასაც უნდა დავეყრდნოთ ჩვენ, ქვეყნის მომავლისთვის და თავისუფლებისთვის საშიში ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების საქმეში. ამ საქმეში პირველი ნაბიჯი გადასადგმელია – ეს არის მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერა. მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, იმისდა მიუხედავად როგორ უყურებს ამა თუ იმ პარტიას და კანდიდატს, მეორე ტურში ჩვენ ხმას ვაძლევთ ივანიშვილის რეჟიმისგან მომავალ საფრთხეების შემცირებას“, – განაცხადა ბოკერიამ.