პარლამენტმა პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, უცხოური გრანტის მისაღებად საჭირო იქნება მთავრობის ან მისი წარმომადგენლის თანხმობა.
კანონპროექტის მიხედვით, თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს. მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის გაცხადებისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრება. ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს. მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს, ხოლო დარღვევის შემთხვევაში მიმღები დაჯარიმდება ორმაგი ოდენობით.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აღნიშნულ ცვლილებების წარდგენა 7 აპრილს მოხდა, კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ.