რეჟიმის პატიმარი, 21 წლის გიორგი მინდაძე პატიმრობაში დატოვეს

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი და რეჟიმის პატიმარი, 21 წლის გიორგი მინდაძე ივანიშვილის  მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.

რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მინდაძე პიროტექნიკის საშუალებით პოლიციელს თავს დაესხა, რის შედეგადაც პოლიციელმა ფეხზე დაზიანება მიიღო.

გიორგი მინდაძის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.