რეჟიმის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის დედა 5 000 ლარით დააჯარიმეს

სტუდენტური მოძრაობა “დაფიონის” ინფორმაციით, რეჟიმის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის დედა 5 000 ლარით დააჯარიმეს. ოლიგარქის რეჟიმი მას 8 მარტს, გზის გადაკეტვას ედავება.

ზვიად ცეცხლაძე ოლიგარქის პოლიციამ გასული წლის 4 დეკემბერს დააკავა. მოგვიანებით, 6 დეკემბერს ივანიშვილის სასმართლომ პატიმრობა შეუფარდა.