”რეჟიმი ვერაფერს გააწყობს, რადგან არ გვყავს ერთი ორგანიზატორი” –“თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კავკასიის საკითხების სპეციალისტთან, თომას დე ვაალთან ერთად გამართულ დისკუსიაზე პროტესტის სტრატეგიაზე საუბრისას.
”ეს არ არის რევოლუცია, […] გვყავს ძალიან გაცნობიერებული მოსახლეობა, რომელიც არის ძალიან მშვიდობიანი და ძალიან კარგად აცნობიერებს იმას, რომ ვართ ისეთ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც რევოლუციური გზის საშუალებას არ იძლევა. ასე რომ, თქვენი კითხვა არის როგორ უნდა დავამარცხოთ დიქტატურა – რადგან ახლა ჩვენ საქმე გვაქვს, მართალია, სუსტ, თუმცა დიქტატურასთან – [ეს მოხერხდება] მისთვის წინააღმდეგობის გაწევით და ვფიქრობ, რომ ხალხის გადაწყვეტილებაც ეს არის.
ვფიქრობ, ჩემი როლი იმაში მდგომარეობს, რომ არსებული პოლიტიკური პარტიების კიდევ უფრო კონსოლიდირება ვცადო, მაგრამ არა მხოლოდ არსებულების, რადგან ნათელია, რომ ქუჩის პროტესტი ახალი პოლიტიკური ძალების წარმოქმნის პროცესში არის, რომლებიც ქუჩის მომავალ სტრატეგიას თავადვე განსაზღვრავენ.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რატომაც რეჟიმი ვერაფერს ვერ აკეთებს, არის ის, რომ არ არსებობს ერთი ცალკეული ორგანიზატორი – მათ [რეჟიმის წარმომადგენლებს] გაუხარდებოდათ იმის ნახვა, რომ ქუჩის აქციებს ერთი ან ორი პარტია აწყობს, იტყოდნენ, რომ ეს მათი პასუხისმგებლობაა, მათ ციხეში ჩავსვამთ და ასე დასრულდებოდა. ეს [პროტესტი] ძალიან გაფანტულია, მრავალი თავი აქვს, ძალიან არაპროგნოზირებადია, ზოგჯერ ძალიან შემოქმედებითია და რაც მესმის – პროტესტის ორგანიზატორი არც მე ვარ, მე მხარდამჭერი ვარ – რაც მესმის ამ ხალხისგან არის ის, რომ მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, ქუჩაში დარჩნენ, ზოგიერთ მათგანს – ციხეში, თუ ეს ასე არის საჭირო. – განაცხადა ზურაბიშვილმა.