რეჟისორი ერმალო მაღრაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

ქართველი რეჟისორი ერმალო მაღრაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორამიას მისი ცოლი, მანანა ხიდაშელი ავრცელებს.

“ყველა მატყუებდა..აღარ მყავს ჩემი ერმალო. წუხელ დამიკარგავს… რაღამეშველება მის გარეშე. დატირებაც რომ არ შემიძლია”,– წერს ის.

ერმალო მაღრაძემ 1977 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, ჯერ რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ მეორე რეჟისორად. 1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი, სცენარისტის სპეციალობით.

1992 წელს დააარსა კინოფირმა „ერმალოფილმი“. 2000 წლიდან მოღვაწეობს ზესტაფონში. გადაღებულია რამდენიმე ფილმში და არის საკუთარი ფილმების ავტორიც.