რეჟისორი თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა

რეჟისორი თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. თემურ ჩხეიძემ თეატრში ნახევარი საუკუნე გაატარა, არის ასამდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო დადგმის ავტორი. იყო საბჭოთა კავშირის და რუსეთის სახალხო არტისტი, ასევე თბილისის საპატიო მოქალაქე.

1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, დიმიტრი ალექსიძისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო.

1965-1967 წლებში რეჟისორად მუშაობდა შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრში.

1967-1970 წლებში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში.

1970-1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის რეჟისორი, ხოლო 1980-1990 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

1991 წლიდან იყო სანქტ-პეტერბურგის დიდი თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან – მთავარი რეჟისორი, 2007-2013 წლებში – სამხატვრო ხელმძღვანელი.

თემურ ჩხეიძეს დადგმული აქვს სამოცდაათზე მეტი სპექტაკლი.

ის მარჯანიშვილის, შოთა რუსთაველის, ასევე სოხუმის, ზუგდიდის, მოსკოვის და პეტერბურგის თეატრებში მუშაობდა.