“რესპუბლიკელებმა“ გადავწყვიტეთ, რომ კედელთან მივაყენოთ “ოცნება“ – სამნიძე

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ თუ ქართული ოცნება ოპოზიციას პარლამენტში შეიტყუებს, ის უბარიერო პროპორციული არჩევნების კანონპროექტს არ დაარეგისტრირებს.

“„ქართული ოცნება“ ცდილობს მთელი პასუხისმგებლობა ოპოზიციას აკიდოს, თქვას, რომ ოპოზიციის ბრალია პროპორციული სისტემა რომ არ გვაქვს, ჩემი კი არა. ხმები არაა საკმარისი, არ შემოდის, შემოდით და დაგირეგისტრირებთ! ანუ მას უნდა რომ მძევლად აიყვანოს ოპოზიცია, ჩვენი სიტყვა გადავთქათ, შევიდეთ პარლამენტში, როცა გარანტირებული არაფერი არაა და მხოლოდ მდინარაძის სიტყვას უნდა ვენდოთ თურმე, მერე არ დაარეგისტრიროს კანონი. დარწმუნებული ვარ, პარლამენტში თუ შეგვიტყუა და ეს მოახერხა, არ დაარეგისტრირებს კანონს”,– აცხადებს ის პალიტრანიუსის ეთერში.

ხამნიძის თქმით, თუ კანონპროექტი დარეგისტრირდება, თავს უფლებას ვერ მისცემს, მასში მონაწილეობა არ მიიღოს.

” ჩვენ, „რესპუბლიკელებმა“ გადავწყვიტეთ, რომ ამ ფრონტზე გადავიდეთ შეტევაზე, კედელთან მივაყენოთ „ოცნება“. ან თქვა, თუ იტყუება, ან თუ ამაზე წამსვლელია, წავიდეს. დაარეგისტრიროს ეს კანონი, მე ვეუბნები, რომ ჩემი ხმა გექნება. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ოპოზიციური პარტიები დაინახავენ, რომ ეს კანონპროექტი დარეგისტრირდა, ძალიან გაუჭირდებათ ქვეყნის მომავალზე თქვან უარი. მე თუ მაქვს შესაძლებლობა, რომ ხმა მივცე კანონპროექტს, რომელიც კანონად იქცევა და სასიცოცხლოდ სჭირდება ქვეყანას, მე თავს უფლებას არ მივცემ რომ ასეთ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მივიღო“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.