რესპუბლიკური პარტია მხარს დაუჭერს მერობის რომელიმე ოპოზიციურ კანდიდატს – სამნიძე

რესპუბლიკური პარტია თბილისის მერობის კანდიდატს არ დააყენებდეს და რომელიმე ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

„არიან ამომრჩევლები, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ სხვა მერობის კანდიდატს, კარგი იქნება, რომ იყოს კიდევ მერობის კანდიდატი, მაგრამ ამ ეტაპზე არ არის კანდიდატი, რომელიც ალტერნატიულ როლს შეასრულებს.

რესბულიკური პარტია თავის კანდიდატს არ დაასახელებს. თუ რაიმე ერთობა შედგა, ისევე როგორც ნიკა მელიას ერთობა შეიქმნა, იქნება კანდიდატი, თუ არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ მხარს ვუჭერთ რომელიმე ოპოზიციურ კანდიდატს”,– ამბობს სამნიძე პალიტრანიუსის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ ყველაფერი რამდენიმე დღეში გაირკვევა.