რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, საავადმყოფოში დღეიდან ჟურნალისტების, როგორც ერთ-ერთი მიზნობრივი ჯგუფის, ტესტირებაც დაიწყება.
მისივე თქმით, ჟურნალისტებზე თავდაპირველად სწრაფ ტესტებს გამოიყენებენ და შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში PCR ტესტებზე გადავლენ.
„მიზნობრივი ჯგუფები ძალიან ბევრი იქნება, უპირველეს ყოვლისა მიზნობრივ ჯგუფში ჟურნალისტები ბრძანდებით. მე გუშინვე განვაცხადე კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე, რომ ჟურნალისტების გატესტვას დავიწყებდით. დღეს ვიწყებთ ჟურნალისტების გატესტვას, ეს სწრაფი ტესტია და საჭიროების შემთხევევაში გადავალთ PCR ტესტებზე ჟურნალისტებთან მიმართებაში. ასეთი ჯგუფები განისაზღვრება და მიზნობრივ ჯგუფებს ტესტირება ჩაუტარდება. მათ შორის დღეიდან დაიწყება მოხუცთა სახლებში მყოფი მოხუცების ტესტირება, რაც ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ამ მიზნობრივი ჯგუფების მოცვით მნიშვნელოვნად შეგვიძლია შევამციროთ ინფექციის გავრცელების რისკები“, – აღნიშნა ლევან გოფოძემ.