შრომის ინსპექციამ რესტორან ”რეტროს” 30 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და საქმიანობის პროცესი შეუჩერა. ამის შესახებ, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მასშტაბით შემოწმდა რეტროს სამივე ობიექტი.
“კომპანია დაჯარიმდა 30 000 ლარის ოდენობით, ასევე შევისწავლეთ როგორც აჭარის, ასევე თბილისის რეგიონში არსებული ჯამში, სამი ობიექტი. უფლებრივ მდგომარეობის შესწავლასთან ერთად შრომის უსაფრთხოების დარღვევის გამო, კომპანიას შეუჩერდა საქმიანობის პროცესი და გარდა ამისა, დაევალა ყველა ის დანაკლისი, რომელიც წლების განმავლობაში თანამშრომლებს ჰქონდათ და აქ იგულისხმება როგორც ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, ასევე შვებულება თუ კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა უფლების რეალიზება, აანაზღაუროს და კუთვნილი თანხობრივი ოდენობით მისცეს დასაქმებულ ადამიანებს” – განაცხადა ბექა ფერაძემ.
გუშინ, 5 ივნისს სახაჭაპურე რეტროს ყოფილმა მენეჯერმა მარია ზოიძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანს სცემს.