რესტორან ”რეტროში” შრომის ინსპექცია შევიდა

ბათუმში, რესტორან რეტროში, შრომის ინსპექცია შევიდა. რესტორანი ამ ეტაპზე დაკეტილია.

ცნობისთვის, გუშინ სოციალურ ქსელში “რეტროს” თანამშრომელმა ვიდეო გაავრცელა სადაც, ჩანს, რომ რესტორნის მფლობელმა, თეიმურაზ ვარშანიძემ მიმტანზე ფიზიკურად იძალადა. რეტროს მფლობელი თანამშრომელზე ძალადობის ბრალდებით დღეს დილით დააკავეს.

ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 15-მა თანამშრომელმა რესტორანი დატოვა.