საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს, თავად კი რეფერენდუმის წინ ქვეყანაში ჩამოვა.
“ეს არჩევნები მაინც ჩატარდება და მეც ჩემ ვალდებულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ამ ამჯერად უკვე სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ. ივანიშვილი ვერ ეღირსება ამჯერად ქართველი ხალხის ფეხქვეშ გათელვას, მისი ხელისუფლება დამთავრებულია. ახლა უკვე საკითხი დგას ამ ყველაფრის სწორად გაფორმების, მენდეთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ, არასდროს გიღალატებთ მე და ჩემი თანამებრძოლები, ლიდერები, რომლებიც ინარჩუნებენ ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ.
ჩვენ ყველაფერი გამოგივივა, დიდი ხანი ვიცადეთ, ბევრი წელი დავკარგეთ, მეტი დასაკარგი დრო საქართველოს აღარ აქვს, ჩვენ წავალთ ბოლომდე და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ეს წელი არის გამარჯვების წელიწადი”, –თქვა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.