“არ ვიცი, რა არის არასამართლიანი რომელიმე განცხადებაში, რთულია კომენტარის გაკეთება მათ განცხადებებზე. მათემატიკური ფორმულა ასე მუშაობს, რომ პარლამენტში რაც ნაკლები ათვისებული მანდატია, მით ნაკლებია პლურალიზმი. ევროკავშირი ბევრს მუშაობდა და ძალიან დიდი ძალისხმევაც ჩადო, რომ პარლამენტი ყოფილიყო ინკლუზიური, მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების გათვალისწინებით, მაგრამ როგორ აისახება ეს პროცესი შემდგომ საპარლამენტო მუშაობაზე, ჯერჯერობით უცნობია”
ასე ეხმიანება საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ქართული ოცნების წევრებზე მის განცხადებებთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ჰარცელის შეფასება “არ არის სამართლიანი და ობიექტური”. ჰარცელმა დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტაზე თქვა, რომ “შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა“. მანვე კიდევ ერთხელ შეაფასა ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და განაცხადა, რომ კვლავ ვერ ხედავს ამ სამსახურის მოულოდნელად და ნაჩქარევად დაშლის ობიექტურ მიზეზებს.