რთულია სიტყვების პოვნა იმედგაცრუების გამოსახატად – იუკნევიჩინე ანულირებაზე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “ქართული ოცნების” მიერ შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ იმედგაცრუების გამოსახატად სიტყვებს ვერ პოულობს.

“რთულია, სიტყვები ვიპოვო, ქართველი პოლიტიკოსების მიმართ იმედგაცრუების გამოსახატად. თუმცა მჯერა, რომ საქართველო იპოვის ძალას, რომ შეცვალოს სიტუაცია. ამ ერს ჰყავს პასუხისმგებელი ხალხი და ისინი აიღებენ პასუხისმგებლობას”,- წერს ევროპარლამენტარი ტვიტერზე.