რიგგარეშე არჩევნები არის გამორიცხული – სოზარ სუბარი

ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი რიგგარეშე არჩევნებს გამორიცხავს.

“რიგგარეშე არჩევნები არის გამორიცხული, იმიტომ რომ ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ რომ გავიმარჯვებთ ძალიან დამაჯერებლად, რომ ქართველი ხალხის ნდობა იქნება ჩვენ მიმართ და, ზოგადად, რიგგარეშე არჩევნები არ არის დემოკრატიის განმსაზღვრელი. პირიქით არის — როცა რიგგარეშე არჩევნები ხდება, ე.ი. რაღაც კრიზისებია ქვეყანაში. კარგი იქნება თუ უკრიზისოდ ვიცხოვრებთ”, – განაცხადა მან რუსთავი 2-ის ეთერში.

ცნობისთვის, ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმება დატოვა. მმართველი პარტიის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არა 43%-იანი ზღვარი, არამედ მათი “კეთილი ნება” გადაწყვეტს.