რიკოთის მაგისტრალზე სამუშაოების 86% შესრულებულია – გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რიკოთის მაგისტრალზე სამუშაოების 86% შესრულებულია.

“რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან, 45 გვირაბი უკვე გაჭრილია; პროექტით დაგეგმილი 97 ხიდიდან, 81 ხიდი უკვე აშენებულია. ამასთან, 12 გვირაბით და 22 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.