საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სასამართლომ გაათავისუფლა რიონის ხეობის დამცველთა აქტივისტი, ლაშა ქუთათელაძე, რომელიც პოლიციამ 9 აპრილს ხეობაში დააკავა, გაათავისუფლა.
საია, რომელიც ქუთათელაძის ინტერესებს იცავდა, ამბობს, რომ სასამართლომ არ დაადგინა ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ლაშა ქუთათელაძეს არ დააკისრა არანაირი პასუხიმგებლობა და შეწყვიტა საქმის წარმოება.