ამ წუთებში, რიონის ხეობაში სამართალდამცავებისა და სპეც-დანიშნულების რაზმია მობილიზებული. დღეს “რიონის ხეობის მცველებმა” დედაქალაქში რესპუბლიკის მოედანზე ბოლო, შემაჯამებელი აქცია გამართეს რის შემდეგაც გუმათისკენ გაემართნენ. როგორც ცნობილია დაახლოებით 1 საათში ისინი უკვე ხეობაში იქნებიან.
როგორც ვარლამ გოლეთიანმა დღეს აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა აქტივისტები დღეიდან რიონის ხეობაში დაბრუნდებიან და აქციებს იქ გააგრძელებენ, თუმცა აღნიშნა, რომ თუკი საჭირო გახდება, ისინი დედაქალაქში კვლავ დაბრუნდებიან.