შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რიონის ხეობაში, მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით შეზღუდულია.უწყების ცნობით, სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, “ნამახვანჰესის” წინამოსამზადებელი სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, რიონის ხეობაში დილიდან არიან მობილიზებულები.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს.უსაფრთხოების მიზნით რიონის ხეობაში, მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად.
რიონის ხეობაში, სადაც მოსახლეობა „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებს, პოლიციამ 2 პირი დააკავა.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ორივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული.
„ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები “ნამახვანი ჰესის” ინვესტორი კომპანიის „ენკა რინიუებზის“ ახალ დირექტორს მერაბ ლომინაძეს დაუპირისპირდნენ.