რიონის ხეობის მცველები მშრალი ხიდის გადაკეტვას გეგმავენ. ვარლამ გოლეთიანის თქმით, ისინი 16:00 საათზე დაიძრებიან.
“4 საათზე დავიწყებთ მსვლელობას, რედისონის გავლით თაბუკაშვილის ქუჩით. მშრალი ხიდის მიმართულებით. წინ გაგვიძღვება მანქანა, რომელზეც დამონტაჟებული იქნება შესაბამისი აპარატურა, რომ უბრალოდ კომუნიკაცია დავამყაროთ ერთმანეთთან და გავყვეთ ამ მოძრაობას.
მშრალი ხიდის მიმართულებით, სადაც გავჩერდებით და გადაიკეტება მოძრაობა ჩვენგან, მკაფიოდ ვიტყვით ჩვენს პოზიციებს. ასე რომ გვინდა მოვუწოდოთ მთელი ისტერიის ფონზე დედაქალაქის მოსახლეობას, ნუ შევყვებით ხელისუფლებას რაღაცა ნარატივში და დავდგეთ ერთმანეთის გვერდზე”,– თქვა გოლეთიანმა.