“რიონის ხეობის მცველები” სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლებას ითხოვენ რაზეც სამართალდამცავებმა უარი განაცხადეს.სოფელ ნამოხვანში, ნამახვანჰესის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, მისასვლელი გზა კი პოლიციამ რამდენიმე დღეა გადაკეტა ხოლო დემონსტრანტებს გადაადგილების უფლება შეუზღუდა.
ამ წუთებში, რიონის ხეობის მცველები, სოფელ გუმათში არიან შეკრებილები. რიონის ხეობის მცველების თქმით, თუ ნამოხვანში არ შეუშვებს მათ პოლიცია ისინი “ენკას” ოფისისკენ დაიძრებიან და გადაკეტავენ გზას.