ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მაკა სულაძე ამბობს, რომ ტელევიზიების საავტორო გადაცემებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
მისი განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, სხვა მედიასაშუალებები “სხვადასხვა კუთვნილებაა” და შესაძლოა, საზოგადოებაში მათდამი სხვადასხვა აზრი არსებობდეს.
სულაძის განცხადებით, გადაცემებზე უარის თქმის მიზეზი ისაა, რომ არ მოხდეს მათ სიტყვებით მანიპულირება.
“დამძიმდა სურათი და მთელი რიგი საავტორო გადაცემები შეიძლება ჩვენთვის წამგებიანი მდგომარეობა აღმოჩნდეს იმ გაგებით, რომ ვერ გაიგებ, რაში გრთავენ და იქ რაღაცა გაუგებარი სურათი გხვდება. ამიტომ, რომ არ მოხდეს მანიპულირება ჩვენი სიტყვით და აზრით, შევზღუდეთ საავტორო გადაცემები და დანარჩენი “ნიუსები” და ასე ვთქვათ, ჩაწერა და პირდაპირ “ლაივზე” არ არის ლაპარაკი, ეს ჩვეულებრივად, ყველაფერი ყველას თანაბრად გეხებათ, რომ არ იყოს გაუგებრობა. გიდასტურებთ პატივისცემას და ნუ დავაზარალებთ ერთმანეთის ინტერესებს” – ამბობს მაკა სულაძე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.