სოფელ ღვანკითის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი უკვე 2 კვირაა დახურულ ზონად არის გამოცხადებული და ჩაკეტილია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ პერიოდის მანძილზე ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობა, კიდევ უფრო გაუარესდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, კატასტროფულად მოიმატა საკვებისა და მედიკამენტების ფასმა. მოსახლეობას აინტერესებს როდის გაიხსნება მიმოსვლა
ჩაკეტვიდან ორ კვირაში ხო უნდა გამომჟღავნებულიყო კლასტერი კიდევ ვინმე თუ არსებობდა, თუ არ არსებობს რისთვის ვართ დაკეტილი ცხვრებივით?” – ადგილობრივი ლია მარუაშვილი
გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. მინდა დავუსვა გუბერნატორს კითხვა, როდემდე უნდა იყოს ღვანკითი ჩაკეტილი. აქ კორონავირუსი არაა დაფიქსირებული…არანაირი საშუალება არ გვაქვს შვილები გამოვკვებოთ” – ღვანკითის მცხოვრები დალინა ხუჭუა
გარდა ამისა, მოსახლეობის ინფორმაციით, სოფლის აფთიაქებში მედიკამენტების კრიზისია
სოფელში სიტუაციას ვაკონტროლებთ, ახალი შემთხვევები არ გვქვს და როდის გავხსნით სოფელს, ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგების დასკვნაზე” – ამბობს გუბერნატორი
შეგახსენებთ, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი ხელისუფლებამ 23 აპრილს ჩაკეტა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც იქ კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევა გამოვლინდა.