ქუთაისში, “საქართველოს ბანკზე” შეიარაღებული თავდასხმელი გრიგოლ ნარსია ბრალს აღიარებს და ასევე ადასტურებს, რომ მის მოთხოვნებში ანკესის ჯოხი ნამდვილად იყო. მისი თქმით, მის მიერ მოთხოვნილი რუსეთის დროშა საზღვრის გადაკვეთისას ანკესზე უნდა დაემაგრებინა.
“იქ მყოფი ერთ-ერთი მძევალი ბიჭის მეშვეობით ბანკის ხელმძღვანელს სატელეფონო საუბრისას მოვთხოვე რომ ჩემთვის მოეტანა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მლნ აშშ დოლარი, რუსეთის ფედერაციის დროშა და ანკესის ჯოხი. აღნიშნული საუბარი რამდენჯერმე განხორციელდა. მე ასევე მოვითხოვე ავტომანქანა და ქუთაისის ძველ აეროდრომზე ვერტმფრენი, რომლითაც მინდოდა დამეტოვებინა საქართველოს საზღვრები აფხაზეთისა და რუსეთის მიმართულებით. ამისთვის მესაჭიროებოდა რუსეთის დროშა, ამისთვის მინდოდა ანკესის რომ დროშა საზღვრის გადაკვეთისას მასზე დამემაგრა”, – ნათქვამია ჩვენებაში.