რისკი, რომ ვაქცინირებულს ვირუსი გადაედოს 9,3-ჯერ ნაკლებია – გამყრელიძე

”რისკი, რომ ვაქცინირებულს ვირუსი გადაედოს 9,3-ჯერ ნაკლებია” – აცხადებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელე.

“ვაქცინირებული და არავაქცინირებული ადამიანებისთვის განსხვავებულია ვირუსის გადადების რისკი. ჩვენს მასალაზე რაც გაანალიზებულია, 9,3-ჯერ ნაკლები აქვს ვაქცინირებულს გადადების რისკი, არავაქცინირებულთან შედარებით, ანუ თუ ექნა ვაქცინირებულს და არავაქცინირებულს კონტაქტი ინფიცირებულთან, ვაქცინირებულის რისკი, რომ მას გადაედოს 9,3-ჯერ ნაკლებია”, – განაცხადა მან.