რისკი, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, იზრდება – განაცხადა, NATO-ის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა CNN-თან ინტერვიუში.
“ჩვენ ვისმენთ მუქარის რიტორიკას, ძალიან ძლიერ რიტორიკას რუსეთის მხრიდან. თუ არ დავაკმაყოფილებთ მათ მოთხოვნებს, დადგება, რასაც თავად უწოდებენ სამხედრო-ტექნიკური შედეგები. და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამოცდილება.შედეგად, თუ ამ ყველაფერს შევაჯამებთ, სამხედრო ფორმირებას, მუქარის რიტორიკას და რუსეთის წარსულ მოქმდებებს გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, რეალური საფრთხე არსებობს. თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პრობლემის პოლიტიკური გადაწყვეტისთვის”.- აღნიშნა სტოლტენბერგმა.